კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ქვეყანაში გატარებული რეფორმები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მედიასთან შეაჯამა
როგორ შეასრულა თბილისმა ბრიუსელის 12 რეკომენდაცია. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ქვეყანაში გატარებული რეფორმები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მედიასთან შეაჯამა. ქვეყანას, ევროპული დავალების 80 პროცენტი უკვე შესრულებული აქვს. ოლივერ ვარჰეის წინასწარი შეფასების მიხედვით, საქართველოს წლის ბოლომდე, შესასრულებელი 18 პუნქტი აქვს, საიდანაც ათი კანონმდებლობის აღსრულებას გულისხმობს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა, ევროკომისიისგან დაზუსტებას ელოდება სასამართლოს რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ევროკომისიასთან კონსულტაციები გაგრძელდება. ანაგრიშის გაცნობის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ტელეწამყავნების შეკითხვებსაც უპასუხა.
