„ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის ფინალური შოუ გაიმართა
ტელეიმედის ეთერში „ვინ ვინ არის“ მეორე სეზონის ფინალური შოუ გაიმართა. პროექტის გამარჯვებული გახდა ფასკუნჯი, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად, ტელეწამყვანი და მოდელი მანიკა ასათიანი აღმოჩნდა. მეორე ადგილი დაიკავა ლურჯმა მელიამ. გაირკვა, რომ მისი ნიღბის მიღმა გორის ქალთა მუსიკალური გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუა იმალებოდა. მესამე ადგილზე კი ასტრონავტი გავიდა, რომელიც მომღერალი ნუკრი კაპანაძე აღმოჩნდა.