კახეთში კაცმა ორი მეზობელი მოკლა
მკვლელობა კახეთში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, 31 წლის მამაკაცმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გიორგი ფარსადანიშვილმა გივი კობერიძეს და მერაბ ზალუაშვილს სასიკვდილო ჭრილობები მაშინ მიაყენა, როდესაც ადგილობრივებს კუთვნილი პენსია უნდა აეღოთ. ადგილზე მისულ სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ჯგუფს ორივე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. გავრცელებული ვერსიით, შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ბრალდებულსა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
