ჩოგბურთის კორტების მშენებლობა იწყება
საბურთალოზე, ძველ იპოდრომთან, სადაც ცენტრალური პარკი შენდება, 2025 წელს ჩოგბურთის კორტებიც გაიხსნება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები უკვე დაიწყო. დეტალებთან დაკავშირებით კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
