ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების შეფასებებზე
მმართველი პარტიის ევროპარლამენტარებთან დამოკიდებულება და კრიტიკული განცხადებები დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მედიასთან განმარტა. ირაკლი კობახიძემ ანა ფოტიგას მაგალითზე ისაუბრა და თქვა, რომ, როდესაც კონკრეტული ევროპარლამენტარი თავს ესხმის ქვეყნის ინტერესებს და აბსურდულ განცხადებას აკეთებს, პასუხის გაცემა საჭიროა.
