"ქართული ოცნების" თავმჯდომარე საზოგადაოებისა და მედიის წინაშე ევროპული დავალების შესრულების ანგარიშით წარდგა
როგორ შეასრულა თბილისმა ბრიუსელის 12 რეკომენდაცია. კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანაში გატარებული რეფორმები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მედიასთან შეაჯამა. ანაგრიშის გაცნობის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ტელეწამყავნების შეკითხვებს უპასუხა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება და ქვეყანაში პოლიტიკური გარემო შეიცვლება.
