თაღლითობის ბრალდება - სასამართლოს გადაწყვეტილება
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მათ სასჯელის სახედ და ზომად 6 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმე 2017 წელს მომხდარ ფაქტს ეხება.
