კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, მესამე ევროპულ თამაშებზე კიკბოქსიორი ლუკა შონიას ასპარეზობას და ტურნირის საზეიმო დახურვის ცერემონიას დაესწრო
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, მესამე ევროპულ თამაშებზე კიკბოქსიორი ლუკა შონიას ასპარეზობას და ტურნირის საზეიმო დახურვის ცერემონიას დაესწრო. ფინალურ შეხვედრაში შონიამ, უკრაინელი ტიმურ ბრიკოვი დაამარცხა. შონიას გარდა, ტურნირზე პირველი ადგილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ და ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა დაიკავეს. ქართველმა სპორტსმენებმა ევროპულ თამაშებზე გამოსვლა ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
