უკრაინაში, ყველაზე ცხელ წერტილად ბახმუტის, ავდეევკის, მარიინკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება
უკრაინაში, ყველაზე ცხელ წერტილად ბახმუტის, ავდეევკის, მარიინკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა წინ წაწევა შეძლეს ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, ოკუპანტები კი შეტევაზე სვიატოვის რაიონში გადავიდნენ.
