საქართველოს რკინიგზის ინფრომაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან ლიანდაგები სრულად გაწმენდილია
საქართველოს რკინიგზის ინფრომაციით, სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, დღეს 17:00 საათიდან რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. დღის მეორე ნახევარში შესრულდება თბილისი- ბათუმი, ბათუმი თბილისი, ზუგდიდი-თბილისი და თბილისი-ფოთის რეისები.
