ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი ევროპულ ჩემპიონატზე
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნაკრები გუნდური ევროპის ჩემპიონია. ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა გერმანიას იოლად, 4:1 აჯობეს. ბრძოლები გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლაშა ბექაურმა მოიგეს. ფინალამდე შერეულმა ნაკრებმა მერვედფინალში ხორვატიის ნაკრები, მეოთხედფინალში თურქეთი, და ნახევარფინალში იტალია დაამარცხა. საქართველოს ნაკრების აქტივში ევროპულ თამაშებზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.
