ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი
გურიაში ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისთვის ემზადებიან. ფესტივალი 5 ივლისს ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის ნოდარ მაჭარაშვილის პიესით „ავი მუსაიფი“ გაიხსნება, რომლის რეჟისორი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილია. 10 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება 8 უცხოური და 18 ქართული სპექტაკლი. საერთასორისო ჟიური კი გამარჯვებულებს რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენს. ფესტივალი ოზურგეთის თეატრის 155 წლისა და ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილეებს ეძღვნება.
