წყალდიდობა იაპონიაში
სტიქიას ებრძვიან იაპონიაშიც. ძლიერი წვიმის შედეგად იამაგუჩის პროვინციაში მდინარე ადიდდა, რის შედეგადაც რამდენიმე დასახლებული რაიონი დაიტბორა. წყალდიდობამ, ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი იმსხვერპლა, 2 კი დაკარგულად ითვლება. სტიქიის ზონიდან ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
