არეულობა საფრანგეთში და მაკრონის გადადებული ვიზიტი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გერმანიაში დაგეგმილი 3-დღიანი ვიზიტი გადადო. ემანუელ მაკრონი ბერლინში დღეს უნდა გამგზავრებულიყო. პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი არეულობები პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობას მოჰყვა. საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. გასულ ღამეს აქციის მონაწილეები პარიზის გარეუბნის მერის სახლს დაესნენ თავს, რის შედეგადაც ოჯახის წევრები დაშავდნენ. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ წუხელ სამართალდამცველებმა 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
