შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოში
შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე წყლის ხარისხი როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ ყველა სტანდარტსა და ნორმას აკმაყოფილებს. ამ თემაზე შაბათის ქრონიკაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ხორციელდება. ლაბორატორია, კი მაღალი სიზუსტით იძლევა ინფორმაციას.
