შეფერხებული სარკინიგზო მიმოსვლა
ხარაგაულში ჩამოწოლილი მეწყერი სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხების მიზეზი გახდა. საქართველოს რკინიგზამ დღეს ყველა რეისი გააუქმა. როდის აღდგება მატარებლების მოძრაობა, ლიანდაგის დაზიანებულ მონაკვეთზე, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მუშაობენ ექსპერტები, გეოლგები. რკინიგზის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მგზავრებს ბილეთების ღირებულების 100% დაუბრუნდებათ.
