სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ხარაგაულში
72 წლის მამაკაცს, რომელიც ხარაგაულში ჩამოწოლილმა მეწყერმა მოიყოლა, ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 72 წლის მამაკაცი, მათი თანამშრომელია, სიმართლეს არ შეესაბამება.
