ფრიდმანის თასი
ვაკის პარკის კორტებზე ლეგენდარული მწვრთნელის, მიხეილ ფრიდმანის სახელობის საჩოგბურთო ტურნირი, ფრიდმანის თასი ჩატარდა. ორგანიზატორი, საჩოქბურთო კლუბი, „მუხის ფოთოლია“. ტურნირი წელს მეოთხედ გაიმართა და 20 წყვილი მონაწილეობდა. ფრიდმანის თასის გამარჯვებულები მიშა გიორგაძე და ალექსანდრე ხოჭოლავა გახდნენ. მათ მოწინააღმდეგე წყვილი 6:3 და 7:6 დაამარცხეს. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სხვა პრიზები გადაეცათ.
