საქართველოს დრამატული მარცხი ევროპის ჩემპიონატზე
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დრამატულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გამოეთიშა. ჩვენი ქვეყნის ნაკრები ისრაელთან პენალტების სერიაში 3:4 დამარცხდა. ისევ დამყარდა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ისტორიაში მატჩზე დასწრების რეკორდი. ამჯერად „დინამო არენაზე“ 44 338 გულშემატკივარი იყო. ჩვენი გუნდი ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ჯერ კიდევ იმსახურებს, თუმცა ეს სხვა გუნდების შედეგზე იქნება დამოკიდებული.
