ანსამბლ „ხელხვავის“ საიუბილეო კონცერტი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ანსამბლ „ხელხვავის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე შესრულდა უძველესი ფოლკლორული ნაწარმოებები. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ლანჩხუთის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ანსამბლი 1973 წელს შეიქმნა. „ხელხვავს“ მინიჭებული აქვს სახალხო ანსამბლის წოდება და გამოშვებული აქვს ალბომი.
