გზების მოწესრიგება სოფელ მსხალდიდში
მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მსხალდიდში შიდა საუბნო გზების ასფალტ ბეტონით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გარკვეულ მონაკვეთზე, დაგეგმილია სანიაღვრე არხის მოწყობაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე იგება სოფელ წოდორეთშიც.
