არეულობა საფრანგეთში და მაკრონის გადადებული ვიზიტი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გერმანიაში დაგეგმილი სამდღიანი ვიზიტი გადადო. ემანუელ მაკრონი ბერლინში დღეს უნდა გამგზავრებულიყო. პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი არეულობები პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობას მოჰყვა. საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ წუხელ სამართალდამცველებმა 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას 45 ათასზე მეტი პოლიციელი უზრუნველყოფს.
