ომის 495-ე დღე
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე დონეცკის, ზაპოროჟიის, დნიპროს, ხერსონისა და ხარკოვის დასახლებული რაიონები გახდა. ზაპოროჟიეში სარაკეტო დარტყმას 1 ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა. 4 ადამიანი დაშავდა ხარკოვში ბალაკლეის რაიონის დაბომბვის შედეგად. ხერსონში სარაკეტო დარტყმისას დაიჭრა 5 ადამიანი. მათგან 3 ბავშვია. 12-დღიანი პაუზის შემდეგ ოკუპანტებმა დრონებით იერიში მიიტანეს კიევზეც, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალა.
