პატრიარქისადმი მიძღვნილი კონცერტი
კათალიკოს პატრიარქისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართა. საიუბილეო კონცერტი უწმინდესის აღსაყდრებიდან 45 წელს და დაბადებიდან 90 წელს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამების გუნდმა და პატრიარქის ნათლულთა გუნდმა „საგალობელმა“.
