„მუსიკალური საღამოები“ ამბროლაურში
ამბროლაურში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით „მუსიკალური საღამო“ გაიმართა. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პარკში, მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები, პავილიონებში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.
