ისრაელში საპროტესტო აქციები გრძელდება
ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ნეთანია ჰუს მთავრობის მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა თელ-ავივის ცენტრში ათობით ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა პრემიერი სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დაადანაშაულეს. საპროტესტო გამოსვლები ისრაელში უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. გასულ კვირას ბენიამინ ნეთანია ჰუმ განაცხადა, რომ კანონ პროექტიდან სადავო ელემენტების ამოღებას გეგმავს, თუმცა როგორც მისი ოპონენტები აცხადებენ, შესწორებების მიუხედავად, კანონ პროექტი კორუფციისთვის დიდ სივრცეებს ტოვებს.
