არეულობასაფრანგეთში და მაკრონის გადადებული ვიზიტი
საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე გერმანიაში დაგეგმილი 3-დღიანი ვიზიტი გადადო. ემანუელ მაკრონი ბერლინში დღეს უნდა გამგზავრებულიყო. პარიზსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში მასობრივი არეულობები პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობას მოჰყვა. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დაკავებულია ათას 300-მდე მოქალაქე.
