ესპანეთი-NATO-უკრაინა
ესპანეთი ნატოს 21-ე წევრი ქვეყანა გახდა, რომელმაც ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ კიევთან ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ესპანეთი მხარს უჭერს უკრაინასთან ნატოს პარტნიორობის გაძლიერებას საბჭოს შექმნის გზით. ესპანეთი ასევე ადასტურებს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას ნატოს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფციისა და მადრიდის სამიტის დეკლარაციის შესაბამისად. ცნობილი ხდება ისიც, რომ ესპანეთი უკრაინას 55 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას გამოუყოფს.
