ომის 495-ე დღე
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად ზაპოროჟიის, დნიპროსა და ხარკოვის დასახლებული რაიონები გახდა. ზაპოროჟიეში სარაკეტო დარტყმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 2 დაიჭრა. 4 ადამიანი დაშავდა ხარკოვში ბალაკლეის რაიონის დაბომბვის შედეგად. მძიმე ბრძოლები გრძელდება აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, ავდეევკის, მარიინკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება.
