პოლარიზებული გარემო და ძალადობის პროვოცირება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ შაბათის „ქრონიკაში“ დეპოლარიზაციასა და ბოლო დროს გახშირებულ ურთიერთ დაპირისპირებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, არცერთი კონფლიქტი მხოლოდ თავდასხმით არ იწყება და მხედველობაშია მისაღები ოპოზიციის აქტიურობა პროვოცირების მიმართულებით.
