მეწყერის შედეგად შეფერხებული სარკინიგზო მიმოსვლა
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია, სარკინიგზო მოძრაობა შეფერხებულია და აღდგენის დრო უცნობია. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დასახელებულია რეისები, რომლებიც სტიქიის გამო ვერ განხორციელდება. ამასთან, საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მგზავრობის საფასურს სრულად აანაზღაურებენ. სტიქიის გამო, რეისს ვერ შეასრულებენ და დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავლენ შემდეგი მიმართულებით მოძრავი მატარებლები: თბილისი ბათუმი; თბილისი ფოთი, ბათუმი თბილისი, ზუგდიდი თბილისი, ბათუმი ერევანი.
