თამაზ გაიაშვილი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. მე საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ის ორკესტრირებული ტაშ-ფანდური მიკვირს, რომლითაც ისინი ქართული ეროვნული კომპანიებისთვის გარედან თითის ქნევას ეგებებიან - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორის, თამაზ გაიაშვილის განცხადებაშია აღნიშნული
