პრეზიდენტი მედიის წარმომადგენელებს შეხვდა
პრეზიდენტმა მედიასთან შეხვედრაზე ნიკა გვარამიას შეწყალების თემა კიდევ ერთხელ განმარტა და ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. „იმედის“ შეკითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვლმა ისიც დააკონკრეტა, რომ არავის წინაშე ვალდებული არ არის და რომ ნებისმიერ შეწყალებაზე გადაწყვეტილების მიღება მტკივნეული და რთულია. პრეზიდენტმა დღეს შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან გამართა და სხვადასხვა კითხვას უპასუხა
