სანქციები და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა
სანქციების ჯგუფის სტუმრობისა და საკმაოდ მკაფიოდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია თავისას არ იშლის და შავ ხვრელებს დაჟინებით ეძებს. არადა, ამ თემაზე მომუშავე დასავლელმა მაღალჩინოსნებმა მადლობაც კი გამოთქვეს გაწეული სამუშაოებისთვის, მაგრამ ხელისუფლების ოპონენტებს ამ შემთხვევაში არც ფიცის სწამთ და არც ბოლოსი. მეტიც, დარწმუნებულები არიან, რომ მადლობის სათქმელად სანქციების ჯგუფის წევრები არ მოცდებოდნენ. ის რისი დაჯერებაც არ სურს ოპოზიციას, ხელისუფლებისთვის მარტივი ჭეშმარიტება და ფაქტებით გამყარებული რეალობაა, სადაც შავ ხვრელებს ხელისუფლება სხვა მიმართულებით მიანიშნებს
