რუსთავში ოქსიგენ ფესტის კვირეული დაიწყო
დღეს რუსთავში ოქსიგენ ფესტის კვირეული დაიწყო. ფესტივალი პირველი ორი დღე თევზ ჭერის მოყვარულებს ეთმობათ. რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე, დღეს მოყვარული მეთევზეები თევზაობენ. ორ ივლისს, კი მათ პროფესიონალი მეთევზეებიც შეუერთდებიან. 4-დან 6 ივლისის ჩათვლით ოქსიგენის საფესტივალო სივრცე ქართული საავტორო ფილმების ჩვენებას დაეთმობა. 7 ივლისიდან, კი ოქსიგენ ფესტის მთავარი მუსიკალური ნაწილი დაიწყება და 9 ივლისის ჩათვლით მიიღებს სტუმრებს. ფესტივალი რუსთავის მერიის და კერძო ბიზნესის მხარდქჭერით იმართება
