ლაგოდეხის განახლებული მუზეუმი გაიხსნა
ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა შენობის ინტერიერი და ღობე. მოწესრიგდა მუზეუმის ეზო, მოეწყო ღია სამკითხველო სივრცეები და ადაპტირებული ღია სცენა. შენობის მეორე სართულზე მოეწყო საკონფერენციო დარბაზი, ასევე, სივრცე მედია თეკისთვის, რომელიც აღიჭურვა წიგნებით და თანამედროვე ტექნიკით
