ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი
კურორტების განვითარების სააგენტოს მოწვევით, საქართველოში ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მარკუს კოპლინმა შეხვედრა გამართა სააგენტოს ხელმძღვანელთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან. განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრის შემდეგ, ურთიერთ გაგების მემორანდუმი გაფორმდა. მარკუს კოპლინი გაეცნო თბილისის, წყალტუბოს და ბორჯომის ბალნეოლოგიური კურორტების მდგომარეობას
