ავტოსაგზაო შემთხვევა ინდოეთში
სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, 10-მდე კი დაშავდა ინდოეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას. ტრაგიკული შემთხვევა მაჰარა შტას შტატში მოხდა. პოლიციის ცნობით სამგზავრო ავტობუსი გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი მოედო. ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერ დაუდგენელია. ტრაგიკულ შემთხვევას ინდოეთის პრემიერი გამოეხმაურა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, კოპენსაციის გამოყოფის შესახებ განაცხადა
