არეულობა საფრანგეთში
საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობის გამო აგორებული საპროტესტო ტალღა და არეულობა მეოთხე დღეა არ წყდება. ღამით გამართულ აქციას მარსელში მასშტაბური ხანძრები მოჰყვა, აქციის მონაწილეებმა ფოიერვერკები შენობების მიმართლებით ისროლეს. ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს. არეულობის ფონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საფრნგეთის ხელისუფლებამ 45 ათასი პოლიციელის მობილიზების შესახებ გამოაცხადა. ქალაქებში ჯავშნ ტექნიკაც გამოიყვანეს. საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე გარეუბანში კომენდანტის საათი გამოცხადდა
