ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ოძისში
საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს
