ლევან ხაბეიშვილი კასპიდან გააძევეს
გუშინ კასპში განვითარებული მოვლენების დროს, ოპოზიციონერი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირიპირდნენ, კასპი მერი პასუხობს. როგორც ის ამბობს, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. ნაციონალური მოძრაობის წევრები მას პირადად დაუკავშირდნენ და რადგან ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, დასახმარება სთხოვეს. რის შემდეგაც, როგორც ვახო მაისურაძე განმარტავს, შეურაცხმყოფელი შეძახილები პარტიის შეკრებილი წევრებისგან გაისმა, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოყვა. ამავეს ადასტურებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეც