მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სასამართლო სხდომა 22 აგვისტოს ჩაინიშნა. დაკავებულმა მშვილდაძეს ფიზიკური დაზიანება 27 ივნისს მიაყენა, მიზეზად კი მიშა მშვილდაძის მიერ საჯარო სივრცეში ეკლესიისა და პატრიარქის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები დაასახელა