პრემიერ-მინისტრის ანგარიში - შეფასებები
პოლიტიკური დებატების ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიცია გააკრიტიკა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტებმა საპარლამენტო ბერკეტი არ გამოიყენეს, რადგან პრემიერს არ დაუსვეს კითხვები, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეხებოდა. ქართული ოცნებისთვის, ეს ადასტურებს იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია ვიწრო პარტიული მიზნებისთვის მოქმდებს. პოლიტიკური დებატების დროს ოპოზიციის სკამები თითქმის ცარიელი იყო
