GWP-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნივერსიტეტის ქუჩაზე
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები უნივერსიტეტის ქუჩაზე პარალელურად 4 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს. განახლდება 2 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის და 3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 62 საკვანძო ჭა და 8 ჰიდრანტი. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგვისტოში დაასრულებს.
