ტექნიკური უნივერსიტეტის დასაქამების ფორუმი
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით შედგა. ფორუმში 105 სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს 1000-ზე მეტ ვაკანსიას სთავაზობს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დასაქმების ფორუმზე ყველა ის ახალგაზრდა მიიწვია, ვინც წელს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იქნება, ასევე, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები.
