უნგრეთი უკრაინას აღარ დაეხმარება
უნგრეთი უკრაინისთვის დამატებითი თანხის მიცემას აღარ აპირებს. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი ქვეყანა აღარ შეიტანს წვლილს ევროკომისიის გეგმაში, რომელიც კიევის დამატებით დაფინანსებას ითვალისწინებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას მეტ თანხას არ გამოუყოფს, ვიდრე არ დაადგენს, რისთვის დაიხარჯა ევროკავშირის მიერ ამ დრომდე გამოყოფილი 70 მილიარდი ევრო.
