„მოლდოვას მოლაპარაკებებისთვის ადამიანური რესურსი არ აქვს“
მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო ადამიანური რესურსი არ აქვს. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა ბრიუსელთან მოლაპარაკებებს, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს დაიწყებს, თუმცა ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ქვეყანაში ამ პროცესისთვის სათანადოდ კვალიფიციური ექსპერტების მოძებნა რთული იქნება. ამის მიზეზი მასობრივი მიგრაციაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოლდოვას 4 მილიონი მოქალაქე ჰყავდა, თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანა მილიონ ნახევარმა ადამიანმა დატოვა.
