სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ახალი ოფისი ექნება
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი ოფისის პროექტი წარმოადგინა. მთავრობის ხელშეწყობით, უწყებას თბილისში, აღმაშენებლის ხეივნზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა. 150 თანამშრომელისთვის გათვალისწინებული ახალი სათავო ოფისის პროექტი სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკას სრულად მოერგება. ახალ შენობაში იქნება - არასრულწლოვანთა გამოკითხვის ოთახები, დროებითი დაკავების სივრცე და სხვა სპეციფიკური ოთახები. მშენებლობისთვის დაახლოებით 15 მილიონი ლარი გამოიყო და მისი დასრულება 2025 წელს იგეგმება.
