ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი
თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის ვიზიტი გრძელდება. მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ამ წუთებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირსპირ ხვდება. განხილული საკითხების შესახებ კი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი დღეს დილით საგარეო საქმეთა სამინისტროში სტუმრობით დაიწყო, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ილია დარჩიაშვილს შეხვდა და მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა. ევროპელი სტუმარი ასევე შეხვდება პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
