პრემიერის ყოველწლიური მოხსნების პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა
პრემიერის ყოველწლიური მოხსნების პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ხმაურით გააპროტესტეს პარლამენტში ირაკლი ღარიაბაშვილის მისვლა და განაცხადეს, რომ დღევანდელი საგარეო პოლიტიკა ქვეყნისთვის საზიანოა. აქციაზე იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც - სამართალდამცველებმა ორი აქტივისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სიტუაციის განმუხტვის მიზნით გაიყვანეს. აქცია უკვე დასრულებულია, თუმცა პარლამენტთან უსაფრთხოების მიზნით კვლავ რჩება პოლიცია.
